Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/10447095_844514058910691_5314458420883391447_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

პოლიტიკა
ლატვიის თავდაცვის სამინისტროსთან მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ, საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ლატვიის თავდაცვის მინისტრ რაიმონდ ვეიონისს უმასპინძლა. შეხვედრა სანაპირო დაცვის ერთობლივი საზღვაო ოპერაციების სუფსის ცენტრში გაიმართა. მინისტრებმა საქართველოსა და ლატვიას შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო მიმართულებები განიხილეს. ალექსანდრე ჭიკაიძემ და რაიმონდ ვეიონისმა ხელი მოაწერეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ლატვიის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს. საქართველოს შინაგან საქმეთა უწყების ხელმძღვანელმა ლატვიელ სტუმარს სტრატეგიული პარტნიორობისათვის, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის განუხრელი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ნატოში გაწევრიანებისა და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის მნიშვნელობაზე. შეხვედრას შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებთან ერთად საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი გენერალ-მაიორი ზურაბ გამეზარდაშვილი და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი მეორე რანგის კაპიტანი თემურ კვანტალიანი ესწრებოდნენ. შეხვედრის ძირითადი თემა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის განვითარების ძირითად მიმართულებებს ეხებოდა. ლატვიის თავდაცვის უწყებასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საფუძვლების ჩაყრით, გამოიკვეთა ლატვიაში მყვინთავების მომზადების, ერთობლივი მართვის ცენტრის საქმიანობის სფეროში გამოცდილების გაზიარების და ქართული მხარისათვის მნიშვნელოვანი სხვა მიმართულებების განვითარების პერსპექტივები. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციებმა მოინახულეს ქალაქ ფოთში სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ბაზაც. დაათვალიერეს გემთშემკეთებელი სახელოსნო და ბაზის ტერიტორიაზე მიმდინარე მცურავი საშუალებების ზღვიდან ამოღებისთვის განკუთვნილი ესტაკადის მშენებლობა. მინისტრებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებში მიმდინარე რეფორმებზე, ინფრასტრუქტურული განვითარების პროექტებზე, მიღწეულ წარმატებებზე და სირთულეებზე. მიმოიხილეს ურთიერთსასარგებლო და შედეგებზე ორიენტირებული თანამშრომლობის განვითარების შესაძლო მიმართულებები.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.