თვითმმართველობის არჩევნების მაჟორიტარული წესით ჩატარებული განმეორებითი კენჭისყრის შედეგების მიხედვით, ხონის გარდა, ყველა საარჩევნო ოლქში კოალიცია "ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატი ლიდერობს. ხონში ხმათა უმრავლესობა "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა მოიპოვა, სადაც ყველაზე მაღალი აქტივობაც დაფიქსირდა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების მაჟორიტარული წესით ჩატარებული განმეორებითი კენჭისყრის შედეგები გვიან ღამით გამოაცხადა.
თვითმმართველობის არჩევნების მაჟორიტარული წესით განმეორებითი კენჭისყრა 9 საარჩევნო ოლქის 14 უბანზე გუშინ ჩატარდა.
მასალის გამოყენების პირობები