სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა მიმართ საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულების ოფიცერი დავით აკობია ამჟამად მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება.
დავით აკობია თანამშრომლობს გამოძიებასთან, მან უკვე მისცა ჩვენება და აწვდის გამოძიებას მნიშვნელოვან ინფორმაციას. დავით აკობიამ გამოთქვა სურვილი, ისარგებლოს მოწმეთა დაცვის სპეციალური პროგრამით.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა მიმართ საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ამ ეტაპზე, სისხლის სამართლის კოდექსის 1441 (წამება) და 1443 (დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა) მუხლებით გათვალისწინებული ბრალდებით დაკავებულია 10 მოხელე, ერთს ბრალდება წარედგინა დაუსწრებლად და იძებნება. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები სხვა დამნაშავე პირთა დასადგენად.
მასალის გამოყენების პირობები