პოლიტიკა
გლდანის ციხეში საპატრულო პოლიციის თანამშრომლები უკვე შევიდნენ
გლდანის მე-8 საპყრობილეში საპატრულო პოლიციის თანამშრომლები უკვე შევიდნენ. საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესსნიუსის ცნობით, ციხესთან პატრული ორი დიდი და ორი პატარა მანქანით მიიყვანეს. მათ ახლავთ შს მინისტრის ყოფილი მოადგილე და პრემიერ-მინისტრის აპარატის თანამშრომელი შოთა უტიაშვილი და სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე გიორგი არსოშვილი. ჯერჯერობით უცნობია, დატოვეს თუ არა უკვე ციხის ტერიტორია ბადრაგის თანამშრომლებმა, რადგან ისინი შენობიდან გამოსული ჟურნალისტებს ჯერ არ უნახავთ. მიხეილ სააკაშვილმა სამართალდამცველი სტრუქტურების წარმომადგენლებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში საპატრულო პოლიციის შეყვანა დაავალა. როგორც პრეზიდენტმა მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, ეს დროებითი ღონისძიებაა, სანამ დაწესებულებებში გადახალისება მოხდება. "ასე იყო თავიდან პოლიციაში. შეიყვანეთ პატრულის ჯგუფები, ეს არ არის ბოლომდე პატრულის ფუნქცია, მაგრამ საგანგებო მდგომარეობაა მანამ, სანამ ყველაფერს ფუნდამენტურად არ განვაახლებთ. ეს დროებითი ღონისძიებაა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.