სასჯელაღსრულების დეპარტამენტს ახალი უფროსი ჰყავს. როგორც ჟურნალისტებს შოთა უტიაშვილმა განუცხადა, აღნიშნული თანამდებობა გიორგი ლორთქიფანიძემ დაიკავა. უტიაშვილის ინფორმაციით, ასევე შეიცვალა გლდანის მერვე საპყრობილის ხელმძღვანელიც. „ამჟამად სხვადასხვა ციხეებში ხელმძღვანელობის შეცვლა მიმდინარეობს,- დასძინა უტიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ხათუნა კალმახელიძემ დღეს, გავრცელებული ვიდეომასალის შემდეგ, სადაც პატიმრების წამებაა ასახული, თანამდებობა დატოვა.
მასალის გამოყენების პირობები