Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/07/10500399_10204124273937656_7923182059328613254_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

პოლიტიკა
ნიკოლა სარკოზის ბრალი წაუყენეს
საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის ოფიციალურად წაუყენეს ბრალი კორუფციაში, პირადი მიზნებისთვის ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში და პროფესიული საიდუმლოს დარღვევის ფაქტის დამალვაში. ამის შესახებ "როიტერი" იუწყება. სარკოზის გარდა, ბრალი ასევე წაუყენეს სარკოზის პირად ადვოკატს ტიერი ერცოგს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ჟერარ აზიბერს.საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი გუშინ ნანტერის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვის მიზნით დაახლოებით 15 საათის განმავლობაში იყო დაკავებული. გამოძიება მიიჩნევს, რომ სარკოზი, საკასაციო (უზენაესი) სასამართლოში მისი წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების თაობაზე, თავისი ადვოკატის ტიერი ერცოგის მეშვეობით ცდილობდა საიდუმლო ინფორმაციის მოპოვებას. გამოძიების თანახმად, თავის მხრივ, სარკოზი საიდუმლო ინფორმაციის სანაცვლოდ მოსამართლე აზიბერს მონაკოში პრესტიჟულ თანამდებობას შეპირდა. კერძოდ, გამომძიებლები არ გამორიცხავენ, რომ სახელმწიფოს ყოფილ ლიდერს შეეძლო უკანონოდ მიეღო ინფორმაცია მისი მობილური ტელეფონის მოსმენის თაობაზე. ამასთან, გამოძიების ვარაუდით, 2007 წლის სარკოზის წინასაარჩევო კამპანიას ლიბიის ყოფილი დიქტატორი მოამარ კადაფი აფინანსებდა. 2012 წლის დეკემბერში ფრანგმა ბიზნესმენმა ზაიდ ტაკიემენმა განაცხადა, რომ ლიბიის ხელისუფლების მიერ სარკოზის წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების მტკიცებულებები აქვს. მოგვიანებით, ფრანგულმა ონლაინ გამოცემა MediaPart-მა გამოაქვეყნა დოკუმენტები, სადაც აღნიშნული იყო, რომ ლიბიის ყოფილმა ლიდერმა 50 მილიონი ევრო გადარიცხა სარკოზის საარჩევნო შტაბში. 59 წლის ნიკოლა სარკოზიმ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებდა კენჭისყრას.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.