პოლიტიკა
პროკურატურა დავით აკობიას ჩვენებას ავრცელებს
საქართველოს პროკურატურა დავით აკობიას ჩვენებას ავრცელებს, ჩვენებაში აკობია დანაშაულს აღიარებს და იმ პიროვნებების ვინაობას ასახელებს ვისგანაც ციხეში ფარული ჩანაწერის განხორციელების დავალება მიიღო გთავაზობთ მის ჩვენებას. „სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მუშაობა დავიწყე 2011 წლის 7 თებერვალს, ვმუშაობდი 24 აგვისტომდე. 5 აგვისტოს უსაფრხოების ინსპექტორი ბორის ფარულავა დამიკავშირდა და შეხვედრა მთხოვა, დავთანხმდი. ის იყო ანერვიულებული, მითხრა გლდანის კადრები გავქვს გადაღებული და პატიმრის ცემა და რაღაცეებები, რომელიც რომ გაიგონ დაგვიჭერენო და სასწრაფოდ უნდა წავიდე საზღვარგარეთო, მაგრამ მანამდე ერთი კადრი კიდევ მინდა და თუ შეგიძლია ეს შენ გააკეთეო. რის სანაცვლოდაც დამპირდა სოლიდურ თანხას. მე დავთანხმდი და 24-ში, აგვისტოს, როცა სმენაში ვიყავი, ბორის ფარულავამ შემოიტანა მიკროკამერა, რომელიც უნდა დამემაგრებინა შარვალზე და კარანტინის დაშლის კადრი უნდა გადამეღო, მე ეს გავაკეთე. 25 აგვისტოს გამოვედი სამსახურიდან, ვნახე ბორის ფარულავა და გადავეცი ეს კადრი. მან მითხრა, რომ დღესვე ეს კადრი ლადო ბედუკაძეს უნდა გავუგზავნოო, რომელიც ბელგიაში იმყოფებაო და ის დაგვეხმარება ყველანაირადო, 28-ში შენც დაგიკავშირდებაო. 28-ში ბედუკაძე დამიკავშირდა სკაიპით და მითხრა რომ ყველანაირად შენს გვერდით ვიქნები და ფულითაც დაგეხმარები, ოღონდ მანდედან უნდა წამოხვიდე და ჩემთან უნდა მოხვიდეო. გზის ფულს ბორის ფარულავა მოგცემს დანარჩენს მე მივხედავ, როცა აქ ჩამოხვალო. 29 აგვისტოს ბორის ფარულავა ისევ დამიკავშირდა და 400 დოლარი გადმომცა, ეს იყო გზის ფული და მითხრა, რომ 18 ან 19 სექტემბერს უნდა გავსულიყავი საქართველოდან, წავსულიყავი სომხეთში ხოლო იქიდან - უკრაინაში, სადაც სკაიპით დავუკავშირდებოდი ლადო ბედუკაძეს იქ შემხვდებოდა და ყველანაირად დამეხმარებოდა მათ შორის მატერიალურადაც" - ყვება ჩვენებაში აკობია, რომელიც დღეს დილით პოლიციამ საქართველო-სომხეთის საზღვარზე დააკავა
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.