ცესკო საარჩევნო ბარათების დარიგებასა და ბიულეტენების ბეჭდვას დღეიდან დაიწყებს. ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ეკა აზარაშვილმა განაცხადა.
"საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის იმისთვის, რომ თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების არჩევნების მეორე ტური ჩაატაროს. საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვას საარჩევნო ადმინისტრაცია ორშაბათიდან იწყებს. ასევე, უკვე დაბეჭდილია ამომრჩეველთა ბარათები, რომელთა დარიგება და დისტრიბუცია 8 ივლისიდან დაიწყება", - აღნიშნა ეკა აზარაშვილმა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 12 ივლისს გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები