მოსამართლე როდიონ კირეევი, რომლემაც 2011 წელს უკრაინის ექს-პრემიერს იულია ტიმოშენკოს განაჩენი გამოუტანა, ძებნაშია გამოცხადებული. შესაბამისი ინფორმაცია უკრაინის შშს-ს ოფიციალურ საიტზეა განთავსებული.
კირეევი, რომელსაც არაკანონიერი განაჩენის გამოტანაში ედება ბრალი, კიევიდან 2 ივლისს გაქრა.
20 ივნისს, უკრაინის უმაღლესი რადას წარმომადგენელმა იაროსლავ რომანიუკმა განაცხადა, რომ რომ გენერალურმა პროკურატურამ კირეევის დაკავებისა და დაპატიმრების შესახებ შესაბამისი განკარგულება უზენაეს სასამართლოს გადასცა.
2011 წლის ოქტომბერში პეჩორსკის რაიონის სასამართლომ ექს-პრემიერ იულია ტიმოშენკოს განაჩენი გამოუტანა. ტიმოშენკო უფლებამოსილების გადამეტებისთვის გაასამართლეს. სასამართლომ იულია ტიმოშენკოს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სწორედ ეს სასჯელი მოითხოვა პროკურორმა მისთვის.
2014 წლის თებერვალში უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო კანონი, რომელიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინსიტრის, იულია ტიმოშენკოს გათავისუფლების საშუალებას იძლეოდა. უმაღლესმა რადამ იმ მუხლის დეკრიმინალიზაცია მოახდინა, რომლითაც იულია ტიმოშენკო იყო დაპატიმრებული. აღნიშნულს ხმა 322 დეპუტატმა მისცა. 22 თებერვალს ტიმოშენკო გაათავისუფლეს.
მასალის გამოყენების პირობები