ნატო-სთვის არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ სასამართლო პროცესები უნდა წარიმართოს დამოუკიდებლად და იყოს პოლიტიკური ჩარევისგან თავისუფალი. ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ ჟურნალისტებს დასმულ კითხვაზე უპასუხა, რომელიც საქართველოში დაწესებული მორატორიუმის მიუხედავად ოპოზიციის ლიდერების დაკავებას შეეხებოდა.
"ნატო-სთვის არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ სასამართლო პროცესები უნდა წარიმართოს დამოუკიდებლად და იყოს პოლიტიკური ჩარევისგან თავისუფალი, კანონი იყოს დაცული და რა თქმა უნდა, როგორც გენერალურმა მდივანმა მრავალჯერ აღნიშნა, ჩვენ თავი უნდა ავარიდოთ პოლიტიკურ ჩარევასა და პოლიტიკურად მოტივირებულ სამართლებრივ დევნას. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მართლმსაჯულება არ უნდა იყოს პოლიტიკურად მოტივირებული. თუმცა, მე ვერ შევაფასებ კონკრეტულ საქმეს", - აღნიშნა ჯეიმს აპატურაიმ.
მასალის გამოყენების პირობები