რუსულმა ვერტმფრენმა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცე დაარღვია. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. რუსულმა ვერტმფრენმა სოფლების – მეჯვირსხევისა და საკორინთოს თავზე დღეს, დაახლოებით 11:00 საათზე გადაიფრინა და ცხინვალის მიმართულებით დაბრუნდა.
"ვადასტურებთ, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცე დაირღვა. ამის შესახებ შევატყობინეთ, ცხელი ხაზის საშუალებით, ევროკავშირის მისიას, რუსულ მხარეს და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას. აღნიშნული ინციდენტი განიხილება ერგნეთის შეხვედრაზე და ჟენევის დისკუსიების ფარგლებში", - განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა ერგნეთში 30 ივლისს გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები