მოძრაობა "ჰამასი", რომელიც ღაზას სექტორს აკონტროლებს, მათი მხრიდან ცეცხლის შეწყვეტისთვის ისრაელს ორ პირობას უყენებს.
მოძრაობის ლიდერმა ჰალედ მაშაალმა ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გამოსვლისას განაცხადა, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუმ პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ ღაზაში ომი უნდა შეწყვიტოს, ასევე შეცვალოს დაკავებული პირების საწინააღმდეგო პოლიტიკა.
"ახლა აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს დასავლელ და არაბ შუამავლებს შორის ცეცხლის შეწყვეტის მიზნით. ჩვენგან მოითხოვენ გავჩერდეთ დაზავების სანაცვლოდ, რაზეც ვპასუხობთ: უნდა მოახდინოთ ნეთანიაჰუზე ზეწოლა და აიძულოთ ისრაელის პრემიერი შეწყვიტოს აგრესია", – აცხადებს მაშაალი.
დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად ღაზას სექტორში 43 ადამიანი დაიღუპა, 300-ზე მეტი კი დაიჭრა. ისრაელის საპასუხოდ პალესტინელმა რადიკალებმა ისრაელის ტერიტორიაზე 230 რაკეტა გაუშვეს, რომელთაგან 40 ისრაელის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ მოიგერია.
მასალის გამოყენების პირობები