თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე ორი დღეა დარჩენილი. უკვე ცნობილია, რომ არჩევნებს ოცამდე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციის 3,700 წარმომადგენელი დააკვირდება. კენჭისყრის პროცესს თვალყურს ადევნებს 130-მდე მედიაორგანიზაციაც.
მეორე ტური 8 თვითმმართველ ქალაქსა და 13 მუნიციპალიტეტში გაიმართება. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 28 საარჩევნო ოლქში სულ 2.715.514-ია.
12 ივლისის არჩევნებისთვის უკვე დასრულებეულია ბიულეტენების ბეჭდვა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე დასასწრებად საქართველოში საერთაშორისო დამკვირვებლები უკვე ჩამოვიდნენ. თბილისს რესპუბლიკური ინსტიტუტის, IRI-ის წარმომადგენლები ეწვივნენ. ორგანიზაციის 11-კაციანი ჯგუფი რვა თვითმმართველ ქალაქში დააკვირდება 12 ივლისის არჩევნებს.
მასალის გამოყენების პირობები