საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ცხედარი გადაასვენეს სამების საკათედრო ტაძარში, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი 13 ივლისის 15 საათამდე გაგრძელდება. ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს კვირას, კრწანისის რეზიდენციის ეზოში დაკრძალავენ.
აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა ედუარდ შევარდნაძის ოჯახს გაუგზავნა სამძიმრის წერილი, რომელიც დღეს ადრესატს გადასცა საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ.
მასალის გამოყენების პირობები