541 უბნის მონაცემის მიხედვით, კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატ დავით ნარმანიას ხმა არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა 72,46%-მა მისცა. ცესკოს პირველად მონაცემებთან დაკავშირებით ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ბრიფინგი გამართა. ამ დროისათვის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატი დავით ნარმანია ლიდერობს.
თამარ ჟვანიას განცხადებით, ამ დროისთვის დათვლილია თბილისის 727 უბნიდან 541 უბნის მონაცემები, რომლის მიხედვითაც დავით ნარმანიას ხმა არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა 72,46%-მა მისცა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ ნიკა მელიას კი მხარი 27,54%-მა დაუჭირა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში 617 451-მა ამომრჩეველმა მიღო მონაწილეობა, რაც ამომრჩეველთა 36%-ს შეადგენს. თბილისში 34,3%-იანი აქტივობა დაფიქსირდა.
მასალის გამოყენების პირობები