საქართველოს პარლამენტის არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ბარამიძემ ბათუმში, სპორტსკოლა "ბასკოში" მხარდამჭერებთან შეხვედრა გამართა.
მან ისაუბრა წინასაარჩევნო პროგრამასა და დაპირებებზე და აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რომ ყველა ადამიანი იყოს დასაქმებული.
"არ ვართ სირაქლემას პოზაში. კარგიც და ცუდიც ჩვენი პასუხიმგებლობაა. ჩვენ თვალებში ვუყურებთ ამ შეცდომებს, ეს მორიგი გამოწვევაა ჩვენთვის და ერთად დგომით და შრომით უნდა გამოვასწოროთ. საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც პატივს სცემს თავის მოქალაქეებს. ჩვენ ყველანი თანასწორები ვართ და ყველა ადამიანის უფლება არის დაცული", - აღნიშნა გიორგი ბარამიძემ.
მასალის გამოყენების პირობები