18 ივლისს ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებაზე მოსაწვევი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ მიუღიათ. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურში განაცხადეს.
"პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოსაწვევი ჯერჯერობით არ მოსულა და ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, დაესწრება თუ არა პრეზიდენტი პარლამენტში ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას", - აცხადებენ პრეზიდენტის პრესსამსახურში.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განმარტებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციას მოსაწვევი უკვე გაეგზავნა.
,,პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან ჯერ არაფერი პასუხი არ მიგვიღია, პროგრამის თანხმად, როგორც ხელმოწმერი პრემიერ-მინისტრი იქნება მთავარი მომხსენებელიც", -აცხადებს უმრავლესობის წევრი ვიქტორ დოლიძე ჟურნალისტებთან საუბარში.
18 ივლისს პარლამენტში ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას დაესწრებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მაღალი თანამდებობის პირები, ასევე უცხოელი სტუმრები, მათ შორის ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე.
მასალის გამოყენების პირობები