ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე დღეს, საქართველოს პარლამენტში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას დაესწრება. დაგეგმილია პარლამენტში მისი სიტყვით გამოსვლა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში შტეფან ფულე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს მაია ფანჯიკიძეს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს ალექსი პეტრიაშვილს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს გიორგი კვირიკაშვილსა და იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხება ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებისა და მისი შემდგომი იმპლემენტაციის საკითხს. ამასთანვე, დაგეგმილია შტეფან ფულეს შეხვედრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან და სამოქალქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლებთან.
მასალის გამოყენების პირობები