მთავრობის საპარლამენტო მდივანის გია ხუროშვილის განცხადებით. "მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თუკი მთავრობის თავდაპირველი შემადგენლობა 1/3-ით განახლდება, რაც დღეს 7 მინისტრს შეადგენს, ასეთ შემთხვევაში პარლამენტმა მას ნდობა ხელახლა უნდა გამოუცხადოს. ამ ეტაპზე შეცვლილია მხოლოდ 6 მინისტრი, შს მინისტრის თანამდებობა კი ჯერჯერობით ვაკანტურად ითვლება. ახალი მინისტრის დანიშვნის შემდეგ კი, კანონის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი ვალდებული იქნება პარლამენტს მთავრობის განახლებული შემადგენლობა ერთი კვირის ვადაში წარუდგინოს".
მასალის გამოყენების პირობები