მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა გორის რაიონში.
არსებული ინფორმაციით, დაღუპულია ერთი ქალბატონი და დაშავებულია 25 ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვებიც.
ავარიის შედეგად მძიმედ დაშავებული 3 პაციენტი თბილისში გადაიყვანეს, 15 კი გორის საავადმყოფოში.
ამ დროისთვის გორის საავადმყოფოში ერთი პაციენტი რჩება, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც მძიმეა და ინტენსიური მკურნალობა უტარდება.
დაშავებულთა ახლობლების მონაცემებით, მიკროავტობუსის მძღოლს საჭესთან ჩაეძინა.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
მასალის გამოყენების პირობები