ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პოსტს სოზარ სუბარი დაიკავებს, გარემოს დაცვის მინისტრი კი ელგუჯა ხოკრიშვილი იქნება.
სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრად გიორგი მღებრიშვილია წარდგენილი, სოფლის მეურნეობის მინისტრად - ოთარ დანელია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად - დავით შავლიაშვილი, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტს კი გელა დუმბაძე დაიკავებს.
რაც შეეხება კულტურის მინისტრს, მისი კანდიდატურა ჯერჯერობით შეთანხმებული არ არის და მას პრემიერი უახლოეს ხანებში წარადგენს.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მთავრობაში საკადრო ცვლილებები 21 ივლისს განხორციელდა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, ცვლილებების მიზანი მთავრობის მუშაობის ეფექტურობის გაზრდაა.
მასალის გამოყენების პირობები