საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, პოლიტიკური თვალსაზრისით არაა სწორი, რომ ხელისუფლებამ მორატორიუმი გამოაცხადოს და ამ მორატორიუმის დროს ოპოზიციის ლიდერი დააკავოს.
“იმის განცდა არ მაქვს, რომ სასამართლოს არ უნდა ვენდო, რადგან “ნაციონალური მოძრაობა” თვლის, რომ უგულავა პოლიტიკური დევნის ქვეშ არის. რა თქმა უნდა, ჩემთვის არ იყო სასიამოვნო, რომ მაინცდამაინც მორატორიუმის მომენტში დააკავეს გიგი უგულავა. არა იმიტომ, რომ მე ამას პოლიტიკურ დევნად მივიჩნევ, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისით არის არასწორი გამოაცხადო მორატორიუმი და შემდეგ დააპატიმრო. მორატიუმი, ეს არის რაღაცა დამატებითი ქმედება, რომლის ვალდებულებაც ხელისუფლებამ აიღო საკუთარ თავზე არჩევნების დროს. რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის, ჩემი აზრით, იყო შეუსაბამობა იმ განცხადებასთან, რომელიც მორატორიუმით განხორციელდა, მაგრამ რომ ვთქვა, რომ აქედან გამომდინარე, გიგი უგულავას პოლიტპატიმრად მივიჩნევ, მე ასეთი შეგრძნება არ მაქვს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, მე ვუყურებ სასამართლოს, იმ პროცესებს, რომელიც მიმდინარეობს სასამართლოში და იქიდან გამომდინარე გავაკეთებ ჩემს გადაწყვეტილებებს და განცხადებებს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია “კავკასიას” ეთერში.
მასალის გამოყენების პირობები