Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/07/prezidentis_sasaxle.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს მთავრობის ახალი შემადგენლობა წარუდგინა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს მთავრობის ახალი შემადგენლობა უკვე წარუდგინა. როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ განაცხადა,მინისტრობის კანდიდატების სია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ცოტა ხნის წინ გაიგზავნა. კონსტიტუციის მიხედვით, მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობას პარლამენტმა ნდობა თავიდან უნდა გამოუცხადოს, აღნიშნულისთვის კი საკანონმდებლო ორგანოს პრეზიდენტმა უნდა მიმართოს. კანონმდებლობით, ქვეყნის პირველ პირს ნდობის მოსაპოვებლად საკანონმდებლო ორგანოსადმი მიმართვისთვის 7 დღიანი ვადა აქვს, თუმცა არსებული ინფორმაციით, მთავრობის ახალ შემადგენლობას პრეზიდენტი ხელს დღესვე მოაწერს. პრეზიდენტის წარდგინება საკანონმდებლო ორგანოში, სავარაუდოდ, ხვალ მოხდება. თავის მხრივ, პარლამენტი ვალდებულია აღნიშნული საკითხი, 7 დღის ვადაში განიხილოს, თუმცა, მოსალოდნელია, რომ პროცედურა ამ შემთხვევაშიც დაჩქარდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრთა კაბინეტის წევრობის ახალი კანდიდატები გუშინ დაასახელა. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილია ოთარ დანელია, სასჯელაღსრულების მინისტრის პოსტზე გიორგი მღებრიშვილი, კულტურის მინისტრად მიხეილ გიორგაძე, ინფრასტრუქტურის მინისტრად დავით შავლიაშვილი, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად გელა დუმბაძე. რაც შეეხება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, მას სოზარ სუბარი უხელმძღვანელებს, რომელიც სასჯელაღსრულების სამინისტროდან სწორედ აღნიშნულ უწყებაში გადაინაცვლებს. ასევე მთავრობაში რჩება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლებული ელგუჯა ხოკრიშვილი, რომელიც ამ უწყებიდან მუშაობას გარემოს დაცვის სამინისტროში გააგრძელებს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობაში 7 საკადრო ცვლილების შესახებ განცხადება 21 ივლისს, საგანგებო პრესკონფერენციაზე გააკეთა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.