გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი ვიტალი ჩურკინი აცხადებს, რომ მალაიზიური ავიალაინერის კატასტროფის ფაქტი იყო არა ტერაქტი, არამედ "უბრალოდ შეცდომა".
"სი-ენ-ენ"-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ჩურკინმა იმ კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ეხებოდა ტერორისტების საუბრის ჩანაწერს. რუსმა დიპლომატმა ივარაუდა, რომ მათ რომ თვითმფრინავი ჩამოეგდოთ, ეს უბედური შემთხვევა იქნებოდა.
"მათი თქმით, "ადამიანები აღმოსავლეთიდან" ამბობდნენ, რომ სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. თუ ისინი ფიქრობენ, რომ სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს, ეს იყო შეცდომა. თუკი ეს შეცდომა იყო, ეს არ იყო ტერორისტული აქტი" – აღნიშნა ჩურკინმა.
მასალის გამოყენების პირობები