იუკოსის ექს-ხელმძღვანელმა, მიხაილ ხოდორკოვსკიმ ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოში გაწევრიანებაზე განაცხადა. ინფორმაცია მსჯავრდებულის პრეს-სამსახურის საიტზე გამოქვეყნდა.
თავისი გადაწყვეტილება ხოდორკოვსკიმ იმით ახნსა, რომ ციხიდან ის ვერანაირ სარგებელს ვერ მოუტანს საკოორდინაციო საბჭოს.
საკოორდინაციო საბჭოს 21 ოქტომბერს უნდა აირჩეს, აღიშნული გადაყვეტილება 12 ივნისს ოპოზიციის მიერ ჩატარებული მილიონიანი მარშის მსვლელობისას იქნა მიღებული. საბჭოში 30 თვითწარდგენილი კანდიდატურა და პარტიების 15 წარმომადგენელი შევა.
ამასთან იუკოსის ექს-მმართველმა აღნიშნა, რომ საკოორდინაციო საბჭო მნიშვნელოვანია პოლიტიკოსებსა და საპროტესტო აქტივს შორის (ე.წ. „ ბოლოტნაია პლოშად“ )
მუდმივი დიალოგის ფორმატის საძიებლად.
არაა გამორიცხული, რომ საბჭომ გამონახოს კრემლთან ურთიერთქმედების ფორმებიც, რათა არსებულ ხელისუფლებამდე მიიტანოს „ განრისხებული მოქალაქეების“ პოზიცია, - თვლის ხოროდკოვსკი .
საკოორდინაციო საბჭოს წევრებად უკვე დარეგისტრირდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები: ალექსეი ნავალნი, სერგეი უდალცოვი, ევგენია ჩირიკოვა, ბორის ნემცოვი, ილია იაშინი, გარი კასპაროვი და ქსენია სობჩაკი.
bbc
მასალის გამოყენების პირობები