აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა რუსეთის პრეზიდენტს იზოლაციით დაემუქრა და ვლადიმერ პუტინი კიდევ ერთხელ გააფრთხილა, შეწყვიტოს აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერა.
ამერიკის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ დიპლომატიური გზით კრიზისის მოგვარება ჯერ კიდევ შესაძლებელია.
"მე კვლავინდებურად მიმაჩნია, რომ უკრაინის კრიზისი დიპლომატიური გზით უნდა მოგვარდეს. მე მჯერა, რომ ეს მოხდება", - განაცხადა ობამამ და რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები არ გამორიცხა, თუ უკრაინაში სიტუაცია არ შეიცვლება.
რაც შეეხება ბოინგის ჩამოგდებას, ობამას თქმით, პრორუსული სეპარატისტების მიერ ავიაკატასტროფის ადგილზე ექსპერტების მუშაობის ხელისშეშლა "კითხვებს ბადებს" და რუსეთი და პუტინი პირდაპირ არიან პასუხისმგებელნი ტრაგედიის სრულ და მიუკერძოებელ გამოძიებაზე, რათა გაირკვეს, რა მოხდა სინამდვილეში.
მასალის გამოყენების პირობები