უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე პრემიერმინისტრს პასუხობს. კოტე კუბლაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის ბოლო სატელევიზიო განცხადებით გაოცებულია და მთავრობის თავმჯდომარეს საკუთარი გუნდის წევრთა იმ კომენტარებს ახსენებს, რომლის მიხედვით, მისივე თქმით, ხელისუფლება სასამართლოზე გავლენის მოპოვებას ცდილობს.
კუბლაშვილის კრიტიკის მიზეზი ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუს დროს პრემიერის მიერ გაკეთებული ის განცხადება გახდა, რომელიც მერაბიშვილის პროცესზე უკრაინის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის მწვავე გამოსვლას ეხებოდა.
მთავრობის ხელმძღვანელი დაინტერესდა, როგორ მოხვდა ლუცენკო სასამართლო დარბაზში და განაცხადა, რომ მისი გამოსვლის შემდეგ, ის კოტე კუბლაშვილისგან მწვავე რეაქციას ელოდა.
მასალის გამოყენების პირობები