სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა ახალი მინისტრი გიორგი ტუღუში გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შევიდა.
ამასთან, ციხეში შესვლის უფლება მისცეს ჟურნალისტებსაც. რამდენიემ წუთის წინ ტელევიზიების საშუალებით გავრცელდა ვიდეო მასალა, თუ როგორ შეხვდნენ პატიმრები მერევე საპყრობილის ტერიტორიაზე შესულ მედიას. პატიმრები საუბრობენ ძალადობაზე, რომელსაც მათზე ციხის ოფიცრები ახორცილებდნენ. მსჯავრდებულების განცხადებით 3 დღეა რაც მათზე ძალადობა შეწყდა. პატიმრები ასახელებენ კონკრეტულ გვარებს ვინც მათზე არაადამინურ მოპყრობაში იღებდა მონაწილეობას. მათივე განცხადებით ციხის ოფიცრები მათ ახლაც ემუქრებიან „მორჩეს არჩევებნები და ვნახოთ რაც მოგივათ“- მსჯავრდებულების განცხადებით სწორედ ამ სიტყვებით ემუქრებიან მათ.
მასალის გამოყენების პირობები