უკრიანის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის დროებით შემსრულებლად რეგიონული განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი ვლადიმერ გროისმანი დაინიშნა , - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა განაცხადა.
"მთავრობის სხდომაზე მიღებულია გადაწყვეტილება და პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად დროებით დაინიშნა ვლადიმერ გროისმანი", - აღნიშნა ავაკოვმა.
უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენუკი თანამდებობიდან მას შემდეგ გადადგა, რაც უმაღლეს რადაში კოალიცია დაიშალა.
მასალის გამოყენების პირობები