ევროკავშირმა დღეს უნდა გამოაქვეყნოს რუსეთის მოქალაქეების, როგორც კერძო პირების, ასევე იურიდიული პირების სია, რომელთაც ევროპის ახალი სანქციები შეეხებათ. უკვე არსებულ სიას 15 კერძო პირი და 18 კომპანია შეემატება.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ბლუმბერგი" წერს, სანქციები შესაძლოა შეეხოთ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის უფროსს ალექსანდრ ბორტნიკოვს, საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელს მიხეილ ფრადკოვს, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანს ნიკოლაი პატრუშევს და ჩეჩნეთის ლიდერს რამზან კადიროვს.
მასალის გამოყენების პირობები