ფრაქცია Свобода-ს ლიდერმა, ოლეგ ტიაგნიბოკმა განაცხადა, რომ ფრაქცია მხარს არ დაუჭერს არსენი იაცენიუკის გადადგომას.
გარდა ამისა, მისი თქმით არც რადა დაუჭერს მხარს ამ გადაწყვეტილებას.
არსენი იაცენიუკისგან წერილობთი განცხადება გადადგომის შესახებ უკრაინის პარლამენტს ჯერ არ მიუღია, ამის შესახებ პარლამენტი ვიცე-სპკერმა რუსლან კოშულინსკიმ განაცხადა.
გუშინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, უკრაინის მთავრობა პრემიერ მინისტრ არსენი იაცენიუკის მეთაურობით გადადგა - ამის შესახებ მედიას თავად პრემიერმა განუცხადა. იაცენიუკის თქმით, კოალიციის დაშლის შემდეგ მას ორი არჩევანი ჰქონდა:
"დაიშალა ერთი კოალიცია. პრემიერი იწყებს ახალი კოალიციის ჩამოყალიბების პროცედურას. ეს ნიშნავს, რომ მან უნდა მიიღოს კოალიციაში კომუნისტები და რეგიონების პარტიის წარმომადგენლები. მე ამას არ ვიზამ, არავითარ შემთხვევაში... და მეორე - თუ არ არის ახალი კოალიცია, ხოლო მოქმედი დაიშალა, მთავრობა და პრემიერი ვალდებულნი არიან, გადადგნენ. მე ვაცხადებ გადადგომას კოალიციის დაშლისა და სამთავრობო ინიციატივების ბლოკირების გამო", - თქვა იაცენიუკმა.
უმაღლეს რადაში საპარლამენტო უმრავლესობა დაიშალა, რაც კოალიცია УДАР-ისა და Свобода-ს ფრაქციებმა დატოვეს.
პარტია "Свобода"-ს ფრაქციას პარლამენტში 35 დეპუტატი ჰყავს.
მასალის გამოყენების პირობები