რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინაში სისხლისღვრაზე პასუხისმგებლობას კიევთან ერთად ვაშინგტონსაც აკისრებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი.
"სწორედ აშშ-მ დაუჭირა მხარი კიევში ანტიკონსტიტუციურ გადატრიალებას, შემდეგ კი არსებულ რეჟიმს უბიძგეს რუსულენოვან მოსახლეობას მკაცრად გასწორებოდნენ, იმ მოსახლეობას, რომელიც კატეგორიულად მოითხოვს საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვას. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ვაშინგტონი სრულიად იზიარებს პასუხისმგებლობას სისხლისღვრაზე", - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
ამავე განცხადებით, რუსეთი მწუხარებას გამოთქვამს, რომ აშშ სულ უფრო მეტად ძაბავს რუსეთ-ამერიკას შორის ურთიერთობებს და სახელმწიფო დეპარტამენტში დაკავებული არიან ანტირუსული პროპაგანდით.
"უარვყოფთ დაუსაბუთებელ საჯარო ინსინუაციებს, რომლების ტირაჟირებასაც დღითიდღე ახდენს სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მარი ჰარპი. ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგებზე ბოლო დღეებში, მან მრავლად დაახვავა ანტირუსული კლიშეები, რომლებსაც ვაშინგტონი ჯიუტად აპირებს საერთაშორისო საზოგადოებას თავს მოახვიოს", - აღნიშნული რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები