ზუგდიდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატის როლანდ ახალაიას საარჩევნო შტაბთან ჟურნალიტების მშვიდოებიანი აქცია გაიმართა. შეკრებილმა მედიის წარმომადგენლებმა წუხელ როლანდ ახლაიას საცხოვრებელ სახლთან მომხდარი ინციტენტი გააპროტესტეს. ჟურნალისტების განცხადებით ისინი როლან ახალაიას სახლთან იმყოფებოდნენ და მისგან კომენტარის გაკეთებას ელოდნენ, რა დროსაც მათ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ახლობლები და მეზობლები დაუპირისპირდნენ.
ინციდენტის უშუალო მონაწილემ, ტელეკომპანია მეცხრე არხის ჟურნალისტმა პაატა ლაგვილავამ განაცხადა, რომ მათ მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ და ოპერატორებს კამერებს უმტვრევდნენ.
„ჩვენ ვითხოვთ შეწყდეს მსგავსი ქმედებები. დღეს ჩვენ დაგვიკავშირდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და მათი დახმარებით, ის ჟურნალისტები, რომლებიც იქ ვიმყოფებოდით მივმართავთ საქართველოს მთავარ პროკურატურას“-განაცხადა მან.
ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელისშეშლაზე საუბრობს ინტერნეტ გამოცემა “livepress”-ის ჟურნალისტი თამარ ზანთარაიაც რომელიც ასვევ წუხელ როლანდ ახალაიას საცხოვრებელ სახლთან
იმყოფებოდა.
„ჩვენ ვაპროტესტებთ იმ ძალადობას რომელიც განხორციელდა ჩვენს წინააღმდეგ როლანდ ახალაის სახლთან. მათ ჩვენ მოგვაყენეს როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეურაცყოფა“.
მასალის გამოყენების პირობები