Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/07/hepatitis-c11.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/07/hepatitis-c11.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/07/hepatitis-c11.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/07/hepatitis-c11.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
პოლიტიკა
28 ივლისი ჰეპატიტის მსოფლიო დღეა
დღეს ჰეპატიტის მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ დღის ფარგლებში საქართველოში კამპანია "ჩვენ ვირჩევთ სიცოცხლეს" ჩატარდება. კამპანიის ფარგლებში, "ქორთიარდ მერიოტში" გაიმართება პრესკონფერენცია და მრგვალი მაგიდა, რომელშიც მონაწილეობას შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროების, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, პაციენტთა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიღებენ. მსგავსი ღონისძიებები დღეს გაიმართება ასევე გორსა და ზუგდიდში, ბათუმში კი - 30 ივლისს. კამპანია გაგრძელდება იმიტირებული არჩევნების აქციით. თბილისში აქცია პარლამენტის ყოფილი შენობის წინ ჩატარდება. მსგავსი აქციები გორში, ქუთაისში, ზუგდიდში, ოზურგეთსა და ბათუმშიც მოეწყობა. იმიტირებული არჩევნების დროს საგანგებოდ მოწყობილ საარჩევნო უბნებთან მივლენ პაციენტები და მათი მხარდამჭერები და სიმბოლურად მისცემენ ხმას სიცოცხლეს. ამ აქციით მოქალაქეები გამოხატავენ დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უფასო მკურნალობის პროგრამის მხარდაჭერას. 28 ივლისი ჰეპატიტის დღედ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებით არის გამოცხადებული. საქართველოში 200 000 ადამიანი C ჰეპატიტით ცხოვრობს. როგორც "ზიანის შემცირების ქსელში" აცხადებენ, ამ დაავადების დიაგნოსტიკა და მკურნალობა ძვირია. "სახელმწიფომ ბოლო წლებში ქმედითი ნაბიჯები გადადგა მკურნალობის ხელმისაწვდომობის გასაზრდელად: 2014 წლის 1-ელ მარტს დაიწყო მკურნალობის უფასო პროგრამა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში; 2014 წლის 1-ელი ივლისადან შესაძლებელია ფასდაკლებული პრეპარატების შეძენა. თუმცა, პაციენტთა უმრავლესობისთვის ეს კიდევ არ ნიშნავს სათანადო ხელმისაწვდომობას. პაციენტთა და არასამთავრობო ორგანიზაციები ამ პრობლემასთან დაკავშირებით კამპანიას აწყობენ. კამპანიის მიზანია ხელი შეუწყოს C ჰეპატიტის უფასო დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ხელმისაწვდომობის ზრდას საქართველოში", - აცხადებენ ცენტრში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
17 / აპრილი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.