Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/07/mikheil-saakashvili-presidents-press-office-photo.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - როცა საქართველოში ჩამოსვლას გადავწყვეტ, ვერანაირი რუსი ოლიგარქი ვერ შემაჩერებს
როცა საქართველოში ჩამოსვლას გადავწყვეტ, ვერანაირი რუსი ოლიგარქი ვერ შემაჩერებს, მაგრამ სამართლებრივი დევნის დაწყებით ის მხოლოდ რუსეთს ასიამოვნებს , მე კი ნამდვილად არ ვაპირებ ამ ფარსში მონაწილეობა მივიღო, - ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ში საკუთარ გვერდზე მის დაკითხვაზე დაბარებას. "ორი წლის განმავლობაში მთავრობა და ბიძინა ივანიშვილის მიერ მართული უმრავლესობა მთელ ძალისხმევას არა ქვეყნის განვითარებასა და შენებას, არამედ მხოლოდდამხოლოდ იმ ოპონენტების დევნას ახმარდნენ, რომლებიც 9 წლის განმავლობაში საქართველოს წინსვლის მიზნით წარმატებულ რეფორმებს ატარებდნენ. მათ ისედაც არასრულყოფილი სამართლებრივი სისტემა, მთლიანად პოლიტიკური დევნის იარაღად აქციეს. მათი ერთადერთი მიზანი ერთიანი "ნაციონალური მოძრაობისა" და პირადად ჩემი რეფორმისტული მემკვიდრეობის განადგურებაა. პრემიერ-მინისტრმა და მინისტრთა კაბინეტის წევრებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ შემდეგი სამიზნე მე ვარ, რაც ცხადია დაძაბავს ურთიერთობას ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან. თუმცა ეს ოდნავადაც კი არ აწუხებთ მათ, ვინც საჯაროდ დაადასტურა, რომ თავისუფლებისმოყვარე უკრაინელ ხალხთან მეგობრობას ცალსახად რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება ურჩევნიათ. შესაბამისად, სრულიად არაა შემთხვევითი, რომ ბრალის წაყენება ხდება სწორედ იმ დღეებში, როდესაც ჩვენი უკრაინელი ძმები და დები, როგორც არასდროს ისე ახლოს არიან პუტინის დამარცხებასთან, რასაც საქართველოს ბედისთვისაც გადამწყევტი მნიშვნელობა აქვს. ამ ეტაპზე შურისძიების წყურვილი შეუჩერებელია, მე კი ნამდვილად არ ვაპირებ მონაწილეობა მივიღო ამ ფარსში და საქართველოსა და მის ბუნებრივ, დემოკრატიულ მოკავშირეებს შორის ურთიერთობის დაძაბვის მიზეზი გავხდე. მით უფრო მაშინ, როდესაც ეს გამოძახება არის რუსული "გაზპრომის" ყველაზე მსხვილი კერძო აქციონერის ივანიშვილის პირდაპირი პასუხი ჩემს აქტიურობაზე უკრაინის დასახმარებლად. როდესაც მე საქართველოში ჩამოსვლას გადავწყვეტ, ვერანაირი რუსი ოლიგარქი ვერ შემაჩერებს, მაგრამ სამართლებრივი დევნის დაწყებით, ის ასიამოვნებს მხოლოდ ერთადერთ სუბიექტს - რუსეთს და პრობლემას აჩენს ჩვენს ყველა ტრადიციულ მოკავშირესთან და ეს არ შეიძლება არ მაწუხებდეს! ჩვენი რეგიონი ამჟამად გადამწყვეტ ფაზაშია. მთელმა მსოფლიომ როგორც იქნა ყურად იღო ჩვენი მოთხოვნები. ნუთუ, ახლა სწორი დროა, რომ ერთი, თუნდაც ძალიან მდიდარი და დიდი ძლაუფლების მქონე პიროვნების პირად ამბიციებს გადავაყოლოთ ჩვენი - თავისუფალი მსოფლიოს, თავისუფალი მოქალაქეების მომავალი?", - წერს მიხეილ სააკაშვილი.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.