Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/07/1352547131_gldanis_cixe.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

პოლიტიკა
ვანო მერაბიშვილსა და გიგი უგულავას ახალი ბრალი უკვე წაუყენეს
შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილსა და დედაქალაქის ყოფილ მერ გიგი უგულავას ახალი ბრალი უკვე წაუყენეს. ახალი ბრალდება 7 ნოემბრის აქციის დარბევის, ტელეკომპანია "იმედში" შეჭრისა და ბადრი პატარკაციშვილის ქონების ხელში ჩაგდების საქმეს უკავშირდება. "ბრალში მოცემული ფაქტობრივი გარემოებები, მთელი ისტორია, ესაა ბელეტრისტიკა, ესაა ერთგვარი მოთხობის სტილში დაწერილი დოკუმენტი და არა სამართლებრივი შინაარსის მატარებელი", - განუცხადა ჟურნალისტებს გიგი უგულავას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ. რაც შეეხება ვანო მერაბიშვილს, ადვოკატ გიორგი ჩივიაშვილის მტკიცებით, საქმეში კონკრეტული მტკიცებულებები არ არსებობს. "ამ შინაარსის მუხლი მას უკვე ჰქონდა წარდგენილი და მისჯილიც აქვს 26 მაისის ფაქტთან დაკავშირებით, სადაც უამრავი ლაფსუსი აქვს პროკურატურას. დარწმუნებული ვარ, ახალ სისხლის სამართლის საქმეშიც ექნება მას ცდომილება, რადგან ჰყავს ერთი და იგივე მოწმეები, რომლებსაც ყველა პროცესზე იყენებენ. რაღაც ახალს არ ველოდებით, ველოდებით დამატებითი შოუს ელემენტებს", - აღნიშნა ჩივიაშვილმა. ამავე საქმეში ბრალდებულ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილსა და იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილს ბრალს ოფიციალურად, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ. 7 ნოემბრის აქციის დარბევის, ტელეკომპანია "იმედში" შეჭრისა და ბადრი პატარკაციშვილის ქონების ხელში ჩაგდების საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში განცხადება გუშინ გაკეთდა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
17 / აპრილი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.