ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეტანიაჰუს განაცხადებით, შესაძლოა ღაზას სექტორში მიმდინარე საომარი ოპერაცია შესაძლოა გაჭიანურდეს. პრემიერმა ხაზი გაუსვა იმას,რომ ისრაელის არმია არ გაჩერდება, სანამ არ მიაღწევს თავის მიზანს- ტრანს-სასაზღვრო გვირაბების განადგურებას, რომლებსაც რადიკალური ისლამისტური მოძრაობა ჰამასი ისრაელის ტერიტორიაზე შესაღწევად იყენებს. "ჩვენ გავაგრძელებთ მოქმედებას შეგნებულად და მიზანმიმართულად, სანამ არ აღვასრულებთ ჩვენს მისიას, რომელიც საკუთარი მოქალაქეების, ჯარისკაცებისა და ბავშვების დაცვას ითვალისწინებს", - განაცხადა ნეთანიაჰუმ. არსებული ინფორმაციით, ღაზას სექტორში სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ ისრაელის არმიამ 53 ჯარისკაცი დაკარგა, ხოლო პალესტინელებმა – 1 100 მებრძოლი.
მასალის გამოყენების პირობები