Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/07/5387parlamenti_gaxsna1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

პოლიტიკა
უკანონო აბორტებთან დაკავშირებით კანონი მკაცრდება
უკანონო აბორტებთან დაკავშირებით კანონი მკაცრდება. ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში შედის. კანონპროექტის ავტორი ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძეა, ხოლო ცვლილებები იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე პირველი მოსმენით უნდა განიხილონ. კანონპროექტის მიხედვით, უკანონო აბორტი ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომითი ვადით ასოციდან სამას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ორ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი უკანონო აბორტისთვის მსჯავრდებულის მიერ, ან რამაც გამოიწვია შვილოსნობის სამუდამო მოშლა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. ხოლო უკანონო აბორტი, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ოთხიდან ექვს წლამდე. დეპუტატ გიორგი კახიანის თქმით, საქართველოში უკანონო აბორტებთან დაკავშირებით შედარებით ლიბერალური დამოკიდებულება იყო, ამიტომ აუცილებელია კანონის გამკაცრება. ,,საერთაშორისო პრაქტიკას თუ გადავხედავთ, საკმაოდ ლიბერალური მიდგომა იყო ამასთან დაკავშირებით საქართველოში. რეალობიდან გამომდინარე საჭიროება არის მიდგომა კიდევ უფრო გამკაცრდეს. შესაბამისად, უკანონო აბორტის შემთხვევაში რომელსაც ზიანი მოჰყვება, სანქციები უნდა გაიზარდოს. კანონი ითვალისწინებდა სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო ცვლილების მიხედვით ის გაიზრდება ორიდან ხუთ წლამდე", - განაცხადა კახიანმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.