Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/07/prooo.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის
ჯერ უცნობია, როდის მიმართავს მთავარი პროკურატურა მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს. როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს, ამ საკითხზე პასუხი მათ მოგვიანებით ექნებათ. აღნიშნული საკითხი ასევე უცნობია მიხეილ სააკაშვილის ადვოკატ ოთარ კახიძისთვის. მისი თქმით, ვინაიდან პირი დაკავებული არ არის, პროკურატურა ვადებში შეზღუდული არ არის. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს დაუსწრებლად ბრალი გუშინ წაუყენეს. მთავარ პროკურატურაში მის ადვოკატ ოთარ კახიძეს ბრალის დადგენილება უკვე გადაეცა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება მთავარ პროკურატურაში ორი დღის წინ გაკეთდა. უწყების ინფორმაციით, საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია "იმედში" შეჭრას და არკადი (ბადრი) პატარკაციშვილის ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას. ყოფილ პრეზიდენტს 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ბრალდების შესახებ დადგენილებები გამოტანილია შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის, ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილისა და თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას მიმართ. გიგი უგულავასა და ვანო მერაბიშვილს ბრალი ე.წ. მატროსოვის ციხეში უკვე წარედგინათ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.