დღეს ეუთოს დამკვირვებელთა მისიის ჯგუფი როსტოვის ოლქში, რუსეთის გამშვებ პუნქტებზე «გუკოვო» და «დონეცკი», მუშაობას იწყებს. ამის შესახებ რია ნოვოსტის მისიის ხელმძღვანელმა პოლ პიკარმა განუცხადა. მისი თქმით, ჯგუფის დანარჩენი წევრები როსტოვის ოლქში უახლოეს დროში ჩავლენ და სამუშაოს შეუერთდებიან.
ეუთოს მისია როსტოვში რვა ქვეყნის 13 წარმომადგენლისგან შედგება. როსტოვის ოლქი უკრაინულ დონბასს ესაზღვრება, სადაც ბოლო რამდენიმე თვეა საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები