პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი საჯარო სექტორში მუშაობის 9 საათზე დაწყების ინიციატივით გამოდის
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საჯარო სექტორში მუშაობის 09:00 საათზე დაწყების ინიციატივით გამოდის. მუშაობის დაწყების დღეისთვის მოქმედი წესის გადახედვისკენ პრემიერმა მთავრობის წევრებს დღევანდელ სხდომაზე მოუწოდა. "ჩემი მოწოდებაა, რომ გადავხედოთ საჯარო სამსახურში სამუშაო დროის დაწყების და დამთავრების წესს. ეტაპობრივად უნდა დავიწყოთ უფრო ადრე მუშაობა, ვიდრე არის დღეს. დღეს საჯარო სექტორი მუშაობას იწყებს 10:00 საათზე. ჩემი ინიციატივაა, რომ პირველი სექტემბრიდან სამუშაო დრო დაიწყოს 09:00 საათზე. მინდა, მოგიწოდოთ მთავრობის წევრებს, რომ ეს ინიციატივა განიხილოთ. მე არ ვგულისხმობ იმ უწყებებს, რომლებსაც აქვთ სპეციალური რეჟიმი, იგივე შინაგან საქმეთა სამინისტრო, ფინანსთა სამინისტროს სპეციალური დანაყოფი, სასჯელაღსრულების უწყება და სხვა, მაგრამ ყველა დანარჩენისთვის, ვფიქრობ, ეს არის კარგი ინიციატივა. ჩვენ უნდა დავიწყოთ ადრე მუშაობა. მიმაჩნია, რომ 10:00 საათი დაგვიანებულია. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ის პრაქტიკა, რომელიც არის თანამედრივე მსოფლიოში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.