დავით ნარმანიამ თბილისის მერის რანგში პირველ სამუშაო დღეს მისი მოადგილეები წარადგინა.
ქალაქის მერის პირველი მოადგილის თანამდებობაზე კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე მარგიშვილი, მოადგილეებად კი ნინა ხატისკაცი, გიორგი ხელაიაგიორგი სოლომონია ალუდა გოგლიჩიძე არიან წარდგენილნი.
თბილისის მერის განცხადებით, თითოეული მათგანი პროფესიონალიზმის, მაღალი კვალიფიკაციისა და მრავალმხრივი სამუშაო გამოცდილების მიხედვითაა შერჩეული.
დავით ნარმანიას მიერ წარდგენილ თბილისის მთავრობას ქალაქის საკრებულო დაამტკიცებს.
მასალის გამოყენების პირობები