როგორც საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი გიორგი ვაშაძე აცხადებს, მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური თავშესაფარი არ დასჭირდება და ის ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში თავისუფლად ივლის.
“მიხეილ სააკაშვილს ამ გადაწყვეტილებით არაფერი დაუშავდება, ეს ყველამ ძალიან კარგად იცის და თუ ვინმეს დაუშავდება, ეს არის საქართველო, იმიტომ, რომ დღეს მთელი ცივილიზებული სამყარო ძალიან კრიტიკულად ხვდება იმ გადაწყვეტილებას, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო. გეოპოლიტიკური კონტექსტი ყოველდღიურად იცვლება და საქართველო განყენებულია ცივილიზებული სამყაროსგან. ეს გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილს კი არა საქართველოს აზარალებს, მიხეილ სააკაშვილზე ძებნა არ გამოცხადდება, იმიტომ რომ ეს უკვე შეფასებულია პოლიტიკურად მოტივირებულად. მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური თავშესაფარი არ დასჭირდება, ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში თავისუფლად ივლის, ვერ ჩავა რუსეთში, ვანუატუსა და ვენესუელაში, თუმცა იქ ჩასვლას არც აპირებდა”, - განაცხადა ვაშაძემ გადაცემა “რეაქციაში”.
მასალის გამოყენების პირობები