კიევში, მაიდანზე შეკრებილი ე.წ. მაიდნის თავდაცვის წევრებსა და სპეცდანიშნულების ბატალიონის მებრძოლებს შორის შეტაკებებია. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
"უკრაინსკაია პრავდას" ცნობით, თავდაცვის წევრებმა სპეცბატალიონ "კიევ 1"-ის მებრძოლებს მოლოტოვის კოქტეილებსა და ქვებს ესვრიან. პროფკავშირების სასახლესთან კი საბურავებს წვავენ.
კიევში, დამოუკიდებლობის მოედანზე დღეს მას შემდეგ დაიძაბა, რაც კომუნალური სამსახურის წარმომადგენლებმა მაიდანზე გაშლილი კარვებისა და აღმართული ბარიკადების დაშლა დაიწყეს.
თვითმხილველთა განცხადებით, ახლომდებარე ტერიტორიაზე დახურულია კაფეები და რესტორნები, სხვა სავაჭრო წერტილები. მოედანზე გამოჩნდა სახანძრო მანქანებიც.
მასალის გამოყენების პირობები