Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/08/200910225509.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

პოლიტიკა
რასმუსენი - ნატო რუსეთთან თანამშრომლობას წყვეტს
ნატო რუსეთთან თანამშრომლობას წყვეტს. სააგენტო "იტარ ტასის" ინფორმაციით, ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერთან ალექსანდრე ტურჩინოვთან შეხვედრაზე განაცხადა. გარდა ამისა, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ასევე მიიღო გადაწყვეტილება უკრაინასთან თანამშრომლობის გაფართოების შესახებ. "ჩრდილოატლანტიკური ალიანსი წყვეტს რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობას, აძლიერებს კოლექტიურ თავდაცვას ნატო-ს წევრების დასაცავად და მიღებულია გადაწყვეტილება უკრაინასთან თანამშრომლობისა და მხარდაჭერის გაძლიერების შესახებ", - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა. უკრაინის უმაღლესი რადას პრესსამსახურის ცნობით, ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ "ნატო-უკრაინის სამიტი, რომელიც სექტემბერში გაიმართება, მხარეებს ახალი პროდუქტიული თანამშრომლობის მხრივ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაში დაეხმარება". ამასთან, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ უკრაინას ესაჭიროება კომპლექსური რეფორმები, განსაკუთრებით სამხედრო სფეროში. 6 აგვისტოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოფიციალური წარმომადგენელის ოანა ლუნგესკუს განცხადებაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ რუსეთმა შეიძლება გააგზავნოს თავისი ჯარები აღმოსავლეთ უკრაინაში სამშვიდობო ან ჰუმანიტარულ მისიას ამოფარებულმა. "ჩვენ ვერ ვიმკითხავებთ, რა აქვს ჭკუაში რუსეთს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რას აკეთებს ის რეგიონში", - ნათქვამია განცხადებაში და ამ მხრივ აქცენტი გაკეთებულია რუსეთის მიერ უკრაინასთან საზღვარზე სამხედრო შეიარაღების კონცენტრირებაზე.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.