აღმოსავლეთ უკრაინაში, ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში "ბოევიკებმა" წუხელ უკრაინული სანიტარული ვერტმფრენი Ми-8 ჩამოაგდეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს .
ანტიტერორისტული ოპერაციის სპიკერის, ალექსეი დმიტრაშკოვსკის განცხადებით, სანიტარული ვეტმფრენი დაჭრილთა ასაყვანად მიემართებოდა. მიუხედავად წინასწარი შეთანხმებისა, რომ სეპარატისტები ვერტმფრენს არ ჩამოაგდებდნენ, ცეცხლი მაინც გახსენს.
უკრაინული მედიის ცნობით, ჯერ ვერტმფრენის ჩამოგდების ადგილისა და მფრინავთა შესახებ ინფორმაცია ჯერ არ კონკრეტდება.
გუშინ დონეცკის ოლქში, ქალაქ ენაკიევოში ასევე ჩამოაგდეს უკრაინული გამანადგურებელი МиГ 29. არსებული ინფორმაციით, მფრინავი გადარჩა.
მასალის გამოყენების პირობები