თბილისის მერიასთან ხალხმრავლობაა. ადგილზე გაძლიერებულია დაცვა. როგორც მერიაში აცხადებენ, დედაქალაქის მერი დღეს მოქალაქეებს შეხვდება.
მერიის შენობის წინ შეკრებილები აცხადებენ, რომ დავით ნარმანიასთან შეხვედრა 14.00 საათზე დაიწყება, თუმცა მანამდე რიგში დგებიან.
მათივე ინფორმაციით, დგება სიები, რომელიც დედაქალაქის მერს გადაეცემა და სწორედ ამ სიებით მოხდება დავით ნარმანიასთან შეხვედრა.
მასალის გამოყენების პირობები