ვიეტნამში სასმართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელზეც სამ ბლოგერს ანტისახელისუფლებო პროპაგანდაში ადანაშაულებენ.
მანამდე, ბლოგერების დაპატიმრების ფაქტი ადამიანის უფლებათა დამცველმა გაეროს კომისიამ და დასავლური სახელმწიფოების უფლებადამცველმა ჯგუფებმა გააკრიტიკეს.
სამ დისიდენტს ბრალი ედება საიტ Free Journalists Club -ზე რამდენმე ათეული სტატიის განთავსებაში, რომლებშიც ვიეტნამის ხელისუფება მხილებულია კორუფციასა და უსამართლობაში, ასევე გაკრიტიკებულია ქვეყნის საგარეო პოლიტიკა.
მიმდინარე წლის ივლისში, ერთ-ერთი ბრალდებულის დედამ, რომელიც პოლიციაში მუშაობდა, ქალიშვილის დაკავების გამო პროტესტის ნიშნად თავი დაიწვა.
BBC
მასალის გამოყენების პირობები