Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/08/margvelaSvili-mzad.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი - ჩემთვის მნიშვნელოვანია ყველა გზავნილი, რომლებიც საქართველოში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება
საქართველოს და ესტონეთის პრეზიდენტებს შორის ნატო-ს სამიტის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში დღეს სატელეფონო საუბარი გაიმართა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ნატო-ს სამიტის კონტექსტში ტომას ილვესმა დაინტერესება გამოხატა იმ კითხვის ნიშნებთან დაკავშირებით, რომლებიც არის მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მისთვის, როგორც სახელმწიფოს მეთაურისთვის, მნიშვნელოვანია პარტნიორი ქვეყნების ყველა ის გზავნილი, რომლებიც საქართველოში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება. "ორი ქვეყნის პირველმა პირებმა საქართველოს შიდა პოლიტიკური საკითხებიც მიმოიხილეს და ყურადღება გაამახვილეს დემოკრატიული პროცესების გაღრმავების აუცილებლობაზე. ტომას ჰენდრიკ ილვესმა, როგორც საქართველოს ძლიერმა მხარდამჭერმა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ნატო-ს სამიტის კონტექსტში გამოხატა დაინტერესება იმ კითხვის ნიშნებთან დაკავშირებით, რომლებიც აქვთ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხთან. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მისთვის, როგორც სახელმწიფოს მეთაურისთვის, მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორების ყველა ის გზავნილი, რომლებიც საქართველოში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება", - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში. ადმინისტრაციის ინფორმაციით, უპირველესად, გიორგი მარგველაშვილმა ტომას ჰენდრიკ ილვესს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ესტონეთი საქართველოს მიმართ ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის თვალსაზრისით გამოხატავს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.