Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/09/20120715035413saia.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

პოლიტიკა
საია და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები ცესკოს გუშინდელ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან
ცესკოს დადგენილების პირველადმა ვარიანტმა მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილებები განიცადა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა ფოფხაძემ განუცხადა . მისი თქმით, საია და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები ცესკოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან. "მივიჩნევთ, რომ საარჩევნო კოდექსი ისედაც კარგად არეგულირებდა მედიისა და დამკვირვებლების მუშაობის და სავარაუდო ხელშეშლის ფაქტებთან დაკავშირებულ პრობლემებს. ამიტომ ცესკო გარკვეულ დათმობაზე წამოვიდა, თუმცა, დადგენილების პირველადმა ვარიანტმა მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილება განიცადა. სინამდვილეში ახალი დადგენილება ბევრ ბარიერს აწესებს ჟურნალისტებისა და დამკვირვებლებისთვის. მხედველობაში მაქვს მათ შორის ის ნორმა, რომლის მიხედვითაც, თუ პირი გადასაღებ ადგილს დატოვებს, უკან ვეღარ დაბრუნდება", - განაცხადა ეკა ფოფხაძემ. მისივე თქმით, საია აღნიშნულ დადგენილებასთან დაკავშირებით საკუთარ პროტესტს საერთაშორისო ორგანიზაციებს გააცნობს. რეგიონული მედიის ასოციაციის თავმჯდომარე ია მამალაძის შეფასებით კი, ფაქტობრივად მედიის წარმომადგენლებისა და დამკვირვებლების აკრედიტაციებმა ფასი დაკარგა, რადგან მათ საარჩევნო უბანზე ნორმალური მუშაობის საშუალება არ მიეცემათ. "ახალი დადგენილება არის კანონთან კოლიზიაში. კამერების სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე განთავსება კი წარმოუდგენელია, რადგან ზოგ ადგილზე ოროთახიანი საარჩევნო უბნებია. არც ერთი ჩვენი მოთხოვნა პრაქტიკულად გათვალისწინებული არ არის", - აღნიშნა ია მამალაძემ. ცესკომ დადგენილება საარჩევნო უბნებზე ფოტო და ვიდეო გადაღების შეზღუდვის შესახებ 11 ხმით 2-ის წინააღმდეგ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების ხმაურიანი პროტესტის ფონზე მიიღო.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.